XII-2 კლასის, ბოლო ზარი
ვარძიის მონახულებით ავღნიშნეთ....
ვარძიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მესხეთში, ასპინძის რაიონში,
მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია,თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა.სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა “აქ ვარ ძია!”, და დაერქვა ამ ადგილს "ვარძია”.
“მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან ვარძიის გამოკვეთა დაიწყეს. კლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა..............
“მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.”
ვარძიის შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან;
საქართველოში თამარ მეფის ოთხი ფრესკაა მარტო, აქედან ერთ-ერთი სწორედ ვარძიაშია..
ვარძიის ტაძრებში შემორჩენილია მოხატულობა, რომელიც ვინმე გიორგი მხატვარს შეუსრულებია. ერთ კედელზე გვხვდება გიორგი მესამისა და თამარ მეფის პორტრეტები.
XIII - XIV საუკუნეთა მიჯნაზე აშენებული სამრეკლო
ვარძიაში არსებობდა ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი კლდის სახლები, მათ შორის ორსართულიანებიც.
გამოკვეთილი კლდეში ვარძია
იდგა,
ვით კლდეში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული.
კლდის სიღრმეში, ტაძრის მახლობლად, მოწყობილია აუზი წყაროს წყლისათვის, რომელიც ნაკურთხ წყლად ითვლებოდა.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო‚ რომ ვარძიაში‚ შიგნით‚ ახლაც არსებობს კამკამა წყარო‚ რომელიც თამარ დედოფლის წყაროს სახელით არის ცნობილი.
სიამოვნებით დავეწაფეთ თამარის წყაროს, სურვილის ასრულება ჩაუთქვით ...
.
ეს ჩვენი სოსოა, ამასაც უნდოდა წყლის დალევა მაგრამ ვარძიის სილამაზემ ისე მოხიბლა დაავიწყდა თავის დახრა და მთელი ძალით დაარტყა თავი ქვის თაღს........წყალიც დაავიწყდა და თავისი სახელიც...
ძალიან ბედნიერები ვიყავით....ასეთ სასწაულს ყველგან ვერ ნახავ, ამიტომ ვამბობ სიამაყით და ხმამაღლა ,,ჩემ სამშობლოს ქვეყანაზე , სამშობლო ვერ სჯობია"
ეს სურათი ხარვეზი არაა, აქ ნეგატივი არ დაიჭირა არადა რამდენიმე კადრი გადავიღეთ, მგონი სასწაული ადგილია..
1551 წელს ვარძია აიღო და დაარბია ირანის შჰამა თამაზ I-მა. სპარსელებმა გაიტაცეს
საქართველოს ერთ-ერთ საოცრებას ჩავთვლი, ასეთი უნიკალურობა საქართველოს ბევრი აქვს მაგრამ ეს მართლაც საოცრება იყო...ემოციებით დატვირთული და აღტაცებულები უკან თბილისისაკენ